ძვირფასო კოლეგებო!

გაცნობებთ, რომ შპს პროსერვისი დიდი ხანია თანამშრომლობს IT კომპანიებთან და მცირე მეწარმეებთან  ჰოსტინგის კუთხით. დღეის მდგომარეობით 10 მდე პარტნიორი გვყავს, რომლებიც მათ დამზადებულ ვებ გვერდებს და კლიენტების ელ. ფოსტებს  ჩვენს სერვერებზე ანთავსებენ, რისთვისაც მათ მადლობა გვინდა გადავუხადოთ.  ამასთან, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გაიზარდა იმ პროგრამისტების და კომპანიების რიცხვი, რომლებიც თავის ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობენ კლიენტებს ვებ დეველოპმენტისა და სხვადასხვა IT სერვისების კუთხით. სწორეთ მათ, გვინდა გავუზიაროთ ეს ინფორმაცია და შევთავაზოთ საპარტნიორო პროგრამაში მონაწილება.

ყველა პარტნიორთან ფორმდება ხელშეკრულება. პარტნიორს მისი კუთვნილი ვებ გვერდისათვის გამოეყოფა 10 გბ ვებ ჰოსტინგი სიმბოლური ღირებულებით - წელიწადში 10 ლარად.   
ყოველი მოზიდული აბონენტისათვის,  საკომისიო შეადგენს 10 (ათი) პროცენტს. საკომისიოს გამოთვლა წარმოებს  პარტნიორის მიერ მოზიდული აბონენტის მიერ გადახდილი ინვოისების საფუძველზე.  საპარტნიორო პროგრამა არ ვცელდება მხოლოდ აბონენტების მიერ რეგისტრირებულ დომენურ სახელებზე და სერვერის მართვის ლიცენზიებზე, როგორიცაა DairectAdmin, Cpanel, Pleski, SSL სერთიფიკატების ლიცენზიები.  

ყველა პარტნიორისათვის გამოყოფილ იქნება ტექნიკური სამსახურის მენეჯერი, რომელიც ინდივიდუალურად გადაწყვეტს მის პრობლემებს. ამასთან როგორც ყველა სხვა აბონენტისათვის ტექნიკური დახმარების სამსახური მუშაობს რეალურ  24/7.

ინფორმაციისათვის, შპს პროსერვისი 23 წელია თავის სერვისებს სთავაზობს ქართულ ბაზარს , გააჩნია საკუთარი დატა ცენტრი და წარმოადგენს უმსხვილეს ჰოსტინგ პროვაიდერს საქართველოში. ჩვენი სერვისები მორგებულია ყველა სახის მოთხოვნაზე. დველოპერებს სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ DAirectAdmin-ისა თუ Cpanel -ის მართვის სისტემები, WordPress -ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა ლიცენზირებული მოდულებით და ბევრი სხვა ფუნქცია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადაწეროთ  ხელშეკრულების ფორმა, სადაც უფრო დეტალურადაა აღწერილი საპარტნიორო პირობები და გამოგვიგზავნოთ შევსებული სახით ფინანსური განყოფილების მეილზე.
იმედი გვაქვს ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება

პატივისცემით
შპს პროსერვისის
ადმინისტრაცია


NS  ჩვენი ns ჩანაწერებია
DA Hosting
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
Cpanel Hoting
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
Windows Hosting
nsw1.proservice.ge
nsw2.proservice.ge
WORDPRESS HOSTING
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
IP  შენი IP მისამართია
54.81.157.133
phone
ზარის მოთხოვნა
X
შეუკვეთეთ ზარი